ჯიქიამ საქართველო საბოლოოდ უარყო და რუსეთის ნაკრებში ითამაშა

0

სანკტ პეტერბურგში კონფედერაციათა თასის A ჯგუფის მატჩი გაიმართა – რუსეთის ნაკრები ახალი ზელანდიის გუნდს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი 31-ე წუთზე გავიდა, ზელანდიელმა ბოქსოლმა საკუთარი კარი დალაშქრა. მეორე ტაიმში 69-ე წუთზე თავი ფიოდორ სმოლოვმა გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრებში პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშა გიორგი ჯიქიამ (ფოტოზე ნომერი 6) და ამიერიდან, საბოლოოდ გამოირიცხა იმის შანსი, რომ იგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.
A ჯგუფის მეორე მატჩი დღეს პორტუგალიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი