”კიდევ ერთხელ გამოვხატავ სამძიმარს ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახების, ბრიტანეთის მთავრობისა და ბრიტანელი ხალხის მიმართ“

კიდევ ერთხელ გამოვხატავ სამძიმარს ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახების, ბრიტანეთის მთავრობისა და ბრიტანელი ხალხის მიმართ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჯორჯიან ეარვეისმა“ ახალი მიმართულების, თბილისი – ლონდონი – თბილისის პრეზენტაცია გამართა. ”კიდევ ერთხელ გამოვხატავ სამძიმარს ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახების, ბრიტანეთის მთავრობისა და ბრიტანელი ხალხის მიმართ. ტერორიზმს, სამწუხაროდ, არ აქვს საზღვრები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცივილიზებული სამყარო კონსოლიდაციით შეძლებს დაამარცხოს ეს უდიდესი სენი, რომელიც მსოფლიოს შეეყარა ამ ბოლო პერიოდში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი.მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს და ბრიტანეთის ყველა მეგობარს საქართველოში, გამოხატული მხარდაჭერისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები