საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი ბოლნისში დაიწყო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი ბოლნისში დაიწყო.ფესტივალის ფარგლებში პირველი კულტურული ღონისძიება 24 მაისს გაიმართა. ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე ბოლნისელმა მაყურებელმა, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი “საუკუნის მკვლელობა” იხილა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მსახიობებმა პროფესიონალური შესრულებით მაყურებელი ილიას ეპოქაში ამოგზაურეს. მაყურებლის წინაშე მე-19 საუკუნის ბოლო ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ქარტეხილები იქნა წარმოდგენილი.
სპექტაკლის დაწყებამდე კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის ლიტერატურული მუზეუმის მოძრავი ექსპოზიციისა და ილიას თემასთან დაკავშირებული სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა.
ფესტივალის ფარგლებში დღეს კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართება. ბოლნისის კულტურის სახლი სამოქალაქო განვითარების ფონდის მიერ ინიცირებულ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს. “ერთად ვუმღეროთ საქართველოს დიდებას” – ამ იდეის ქვეშ დღეს ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ხელოვანები გაერთიანდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები