სამბისტი ნინო ოძელაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

0

სამბოს ევროპის ჩემპიონატზე დღეს მონაწილე სამმა ქართველმა სპორტსმენმა სამივე სინჯის მედალი მოიპოვა. ჩემპიონატის პირველივე დღეს ნინო ოძელაშვილი ოქროსმედალოსანი გახდა.
“მინსკში დასრულდა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე და საქართველოს სამბისტები სამივე სინჯის მედალს ფლობენ – 52 კგ წონით კატეგორიაში ლევან ბერბერაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 90 კგ წონით კატეგორიაში პაატა ღვინიაშვილი ვერცხლს დარუფლა. ნინო ოძელაშვილმა კი ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ოქრო,“ – ნათქვამია ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი