საქართველოს ჩემპიონი გორის “ჯიქი“ საკუთარ ქალაქში დააჯილდოვეს

0

გორის ცენტრში საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის “დიდი 10”-ის გამარჯვება იზეიმეს. სარაგბო კლუბ გორის “ჯიქის” დაჯილდოების ცერემონიას რეგიონალური მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებიც დაესწრნენ.
გორის “ჯიქმა” საქართველოს ჩემპიონატში დამაჯერებლად ითამაშა და რეგულარული სეზონი, 61 ქულით დამაჯერებლად მოიგო. მეორე ფინალისტი გუნდი “ბათუმი” რეგულარულ გათამაშებაში მეორე ადგილზე გავიდა და დიდ ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონ “ლელო-სარასენსს” 11:9 აჯობა.
“ჯიქმა” ოქროს მედლებისთვის გამართულ ფინალში, რომელიც 14 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა ბათუმის “ბათუმს” 28:22 სძლია და არსებობის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონი გახდა. გორელებმა დიდი 10 ტოიოტას ფინალის მოგებით დამატებით 70 ათასი ლარი მიიღეს. “ჯიქის” მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე პალიკო ჯიმშელაძეა.

კომენტარები

კომენტარი