კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფელ დოესის მოსახლეობას შეხვდა

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი სოფელ დოესის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები გამგებელს ყინვისგან მიყენებული კურკოვანი ხეხილის ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვენ.
საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება სოფელ დოესის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას რწყვის სეზონზე მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს, 300 000 ლარს უხდის. გოჩა გოჩიტაშვილმა მოსახლეობას განუმარტა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს მელიორაციის სამმართველოს შორის მიმდინარეობს მსჯელობა 300 000 ლარის ზევით, რწყვის გადასახადისაგან მოსახლეობის გათავისუფლების შესახებ, რითაც  ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები