ფინალის საგზურისთვის მადრიდული დერბისა და იტალიურ ფრანგული დაპირისპირება

0

ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ. კენჭისყრის შედეგად, ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს მადრიდული გრანდები “რეალი” და “ატლეტიკო” შეხვდებიან. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობისთვის ასევე იბრძოლებენ, იტალიის “იუვენტუსი” და საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერი “მონაკო”.
პირველი მატჩები 2 და 3 მაისს ჩატარდება, ხოლო საპასუხოები – ერთი კვირის შემდეგ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 3 ივნისს უელსის ქალაქ კარდიფში, “ნაციონალურზე” გაიმართება. ნომინალური მასპინძელი კი “მონაკო”-“იუვენტუსის” წყვილში გამარჯვებული იქნება.

კომენტარები

კომენტარი