ევროპა ლიგაზე ნახევარფინალები დრამატულ ბრძოლებში გამოვლინდნენ

0

უაღრესად საინტერესო, დაძაბული და დრამატული გამოდგა, უეფას ევროპა ლიგის მეოთხედფინალური სერია. ჰოლანდიის “აიაქსი”, რომელსაც შინ 2-0 ჰქონდა მოგებული, პირველი თამაში გერმანულ “შალკესთან” გათამაშებიდან თითქმის გავარდნილი იყო და ორ მატჩიანი დუელის ბედი სასწაულებრივად შემოაბრუნა. ჰოლანდიელებმა სტუმრად ასევე 2-0 წააგეს და თან კაცნაკლულებმა განაგრძეს დამატებითი დროის თამაში, რა დროსაც კიდევ ერთი გოლი გაუშვეს. 3-0 დაწინაურებულ “შალკეს” პრაქტიკულად საქმე მომთავრებული ჰქონდა, როდესაც მეტოქის შეტევა გამოეპარა და საბედისწერო ბუთი მიიღო. 3-1-ზე ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა, თუმცა, გელზენკირხენელებს შინ მიღებული გოლის გამო, დარჩენილ დროში კიდევ 2 ბურთის გატანა მართებდათ, რაც ვეღარ მოახერხეს, თუმცა ვა ბანკზე წავიდნენ და როგორც ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება, ბოლო წამებზე საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლიც მიიღეს და ნახევარფინალის საგზური “აიაქსმა” გაიფორმა.
დამატებით დროში გადაწყდა, ნახევარფინალისტის ბედი, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ანდერლეხტის” ორ მატჩიან დუელშიც, სადაც ორივე თამაშის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. “ოლდ ტრაფორდზე” მიმდინარე საპასუხო თამაშში, საბოლოოდ მაინც ინგლისურმა გრანდმა იმარჯვა და რაშფორდის გოლით მეტოქეს 2-1 სძლია, საბოლოო ჯამში კი მის გუნდს 3-2 გაამარჯვებინა.
ესპანურმა “სელტამ” ბელგიურ “გენკთან” შინ 3-2 მოგებული თამაშის შემდეგ, სტუმრად ფრედ 1-1 ითამაშა და ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც მეოთხედფინალისტთა შორის, მომდევნო ეტაპის საგზური ძირითად დროში მოიპოვა.
მეოთხედფინალების კულმინაცია კი ფრანგული “ლიონისა” და თურქული “ბეშიქთაშის” დაპირისპირება გახდა. ამ გუნდების პირველი თამაში საფრანგეთში “ლიონმა” 2-1 მოიგო, თუმცა სტამბულში, ანალოგიური ანგარიში უკვე თურქების სასარგებლოდ დაფიქსირდა. გამარჯვებული აქ დამატებითმა დრომაც ვერ გამოავლინა და ნახევარფინალისტის გამოსარკვევად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო. გუნდებმა ზედიზედ 7-7 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულეს, რის შემდეგაც თითო დარტყმა გააცუდეს, რასაც “ბეშიქთაშმა” კდიევ ერთი გამოუყენებელი პენალტი მიაყოლა, ხოლო ფრანგებმა შანსი ამჯერად გამოიყენეს და ევროპა ლიგის 4 საუკეთესო გუნდში გამოსვლის უფლება გაინაღდეს.

კომენტარები

კომენტარი