ფაჩულიას 10 ქულა და “გოლდენ სტეიტის” მორიგი გამარჯვება “პორტლენდთან”

0

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” კევინ დიურანტის გარეშეც იოლად დაამარცხა “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი” და დასავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. 40-დღიანი უქმობის შემდეგ დიურანტი გუნდს პლეი ოფამდე რამდენიმე დღით ადრე დაუბრუნდა, მაგრამ “პორტლენდთან” სერიის წინა მატჩში მარცხენა ფეხის კუნთი დაიჭიმა და დღევანდელ მატჩში ოკლენდელებს ვერ დაეხმარა. “გოლდენ სტეიტმა” ისე ითამაშა, ერთ-ერთი ლიდერის არყოფნა არ შეიტყო და სტუმარი 110:81 გაანადგურა.
ფაჩულიამ მთლიანობაში 17 წუთი ითამაშა და 8-დან 5 ორქულიანი მიითვალა, 1 სამიანი კი ააცილა. ზაზამ 10 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. 
სერიის მომდევნი მატჩი პორტლენდში 23 აპრილს გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი