ნახევარფინალისტები დღეს უეფას ევროპა ლიგის გათამაშებაზე გამოვლინდებიან

0

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, რანგითა და პოპულარობით დაბალ ევროთასებზე, უეფას ევროპა ლიგაზე საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები შედგება. ნახევარფინალის საგზურისთვის მებძოლ წყვილებს პირველი მატჩების შემდეგ, გადაწყვეტილი პრაქტიკულადაც არაფერი აქვთ. გერმანიაში, “შალკე”, მას შემდეგ რაც 2-0 წააგო ამსტერდამში, შინ მიიღებს “აიაქსს”, თურქული “ბეშიქთაში” 2-1 “ლიონთან” მარცხის შემდეგ საშინაო არენაზე შეხვდება ფრანგულ კლუბს. ბელგიაში 1-1-ის შემდეგ “ანდერლეხტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ამჯერად ინგლისში სახელგანთქმულ “ოლდ ტრაფორდზე” ითამაშებენ. ხოლო ბელგიური “გენკი” სტუმრად 3-2 მარცხის, ორ რაუნდის ჯამში, სათავისოდ შემობრუნებას, ესპანურ “სელტასთან” შეეცდება. უეფას ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრები დღეს ჩვენი დროით 23 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი