ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი დღეს დაიწყება და 25 აპრილს დასრულდება

0

საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” აკადემიაში დღეიდან “ვიტალი დარასელიას” სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყება. რიგით მეორე პირველობაზე, მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს. “დინამოს” გარდა, ტურნირზე შემდეგი 7 კლუბი ასაკობრივი გუნდი გამოვა: მილანის “ინტერი”, “გაბალა”, “გენტი”, “ალკმაარი”, ზაგრების “დინამო”, “ტრაბზონსფორი” და კიევის “დინამო”. 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის დაგეგმილი შეჯიბრების ჯგუფური ეტაპი და ნახევარფინალები დინამოს აკადემიის მოედნებზე ჩატარდება, ფინალი კი 25 აპრილს “დინამო არენაზე” გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი