ევროპირველობის ლიდერ ძაგნიძეს პირველობის შესანარჩუნებლად მუზიჩუკის ძლევა მართებს

0

საჭადრაკო ევროპის ინდივიდალურ ჩემპიონატზე, რომელსაც ქალაქი რიგა მასპინძლობს 8 ტურის შემდეგ, პირველობას საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2528) ინარჩუნებს. ნანას 8 შესაძლებლიდან 6.5 ქულა აქვს, მან ბოლო ქულის აღება, თეთრი ფიგურებით სომეხი ელინა დანიელიანის (2437) დამარცხებით მოახერხა და რუს ალეკსანდრა გორიაჩკინას (2452), დამატებითი მაჩვენებლებით ჯობნის.
ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან პოლონელი მონიკა სოცკო (2462), უკრაინელი მარია მუზიჩუკი (2546), უნგრელი ტან ტრან ჰოანგი (2459) და რუსი ალინა კაშლინსკაია (2426).
მე-9 ტურში, რომელიც 20 აპრილს ჩატარდება, ცენტრალური მსოფლიოს ექსჩემპიონ მარია მუზიჩუკისა და ძაგნიძის პარტია იქნება, რომელშიც თეთრი ფიგურებით უკრაინელი ითამაშებს. რაც შეეხება გორიაჩკინას, ის კაშლინსკაიას დაუპირისპირდება.

 

მე-8 ტური
ნანა ძაგნიძე (2528) – ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2437) 1:0
ნინო ბაციაშვილი (2496) – ბელა ხოტენაშვილი (2445) 0.5:0.5
ულვია ფატალიევა (აზერბაიჯანი, 2287) – ლელა ჯავახიშვილი (2456) 1:0
ალისა გალიამოვა (უკრაინა, 2444) – მერი არაბიძე (2373) 1:0
სალომე მელია (2400) – ელენა-ლუმინიტა კოსმა (რუმინეთი, 2316) 1:0
მარია კომიაგინა (რუსეთი, 2247) – ნინო ხომერიკი (2308) 0:1
ელენა სემიონოვა (რუსეთი, 2212) – სოფიო გვეტაძე (2292) 0.5:0.5

 

ქართველთა სატურნირო მდგომარეობა
1. ძაგნიძე – 6.5
11. ხოტენაშვილი – 5.5
15. ბაციაშვილი – 5.5
40. მელია – 5.0
44. ჯავახიშვილი – 4.5
48. ხომერიკი – 4.5
49. არაბიძე – 4.5
81. გვეტაძე – 4.0

 

მე-9 ტური
მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2546) – ნანა ძაგნიძე (2528)
ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2437) – ნინო ბაციაშვილი (2496)
ბელა ხოტენაშვილი (2445) – იულია ოსმაკი (უკრაინა, 2348)
მარინა ბრუნელო (იტალია, 2354) – სალომე მელია (2400)
ლელა ჯავახიშვილი (2456) – ნინო ხომერიკი (2308)
მერი არაბიძე (2373) – კატარჟინა ტომა (პოლონეთი, 2229)
სოფიო გვეტაძე (2292) – ანასტასია საზონოვა (რუსეთი, 2143)

კომენტარები

კომენტარი