ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ორი ნახევარფინალისტიც გამოვლინდა

0

ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდული “ატლეტიკოსა” და “რეალის” შემდეგ, ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება იტალიის “იუვენტუსმა” და “მონაკომ” მოიპოვეს. იტალიის ჩემპიონმა ორი მატჩის ჯამში “ბარსელონა” 3-0 დაამარცხა. ტურინში მოგებული 3-0ის შემდეგ, იტალიურმა გრანდმა, მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და ევროპის 4 საუკეთესო გუნდში დამაჯერებლად გავიდა. დამსახურებულად მოიპოვა ნახევარფინალში თამაშის უფლება, “მონაკომ”, რომელმაც ორივე თამაში მოუგო გერმანულ “ბორუსია დორტმუნდს”. დორტმუნდში 3-2-ის შემდეგ, მონტე კარლოელებმა, შინ “ლუი მეორეზე” 3-1 სძლიეს ბუნდეს ლიგის წარმომადგენელს და ჯამში 6-3 გამარჯვებით მეტოქე უშანსოდ დატოვეს.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრა 21 აპრილს შედგება.

კომენტარები

კომენტარი