ქართველი მოკრივეების სამი მედალი უნგრეთიდან

0

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში დასრულდა „ა“ კლასის საერთაშორისო ტურნირი კრივში, სადაც საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამი მედლის მოპოვება შეძლო. წლის პირველი საერთაშორისო შეჯიბრებიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა, 69კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ესკერხან მადიევი. თბილისელ მოკრივეს, ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება დააკლდა და მეორე ადგილს დასჯერდა. ტურნირი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს: 49კგ წონით კატეგორიაში მონაწილე თბილისელმა ნოდარ დარბაიძემ და 56კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალქალაქელმა არტიუშ გომციანმა. უნგრეთში მთავარი მწვრთნელის რანგში, შალვა დუნდუას დებიუტი შედგა. გასული წლის ბოლოს არჩეულ, ახალგაზრდა სპეციალისტს დებრეცენის “ა” კლასის საერთაშორისო პირველობაზე, გამოცდილი ბეჟან ჭიჭინაძეც ეხმარებოდა, რომელიც ამავდროულად ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც გახლავთ.
16708590_1073250442779691_609929619710657083_n

კომენტარები

კომენტარი