“ბარსა” სამეფო თასის მეოთხედფინალშია, პრაქტიკულად საუკეთესო რვაშია “რეალიც”

0

ფეხბურთში ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალური შეხვედრები მიმდინარეობს. ტურნირზე ორი მატჩი დღეს შედგება, ხოლო დასკვნითი ბოლო შეხვედრა, რომელშიც მადრიდის “რეალი” და “სევილია” შეხვდებიან ზეგ ჩატარდება. “სამეფო კლუბს” შინ 3-0 აქვს მოგებული და დიდი ვარაუდით მეოთხედფინალში გავა. საუკეთესო რვა გუნდში მონაწილეობის უფლება კი უკვე გაიოფიციალურა, ესპანური ფეხბურთის მეორე გრანდმა “ბარსელონამ”. საპასუხო მატჩში კატალონიელებმა, ბილბაოს “ატლეტიკს” უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხეს. “ბარსელონას” მხრიდან თავი ჯერ ლუის სუარესმა გამოიჩინა, შემდეგ ნეიმარმა პენალტი გაიტანა, მესამე გოლი კი ლიონელ მესიმ საჯარიმო დარტყმიდან ჩაიწერა აქტივში.
ამ გამარჯვებით “ბარსელონამ” თასის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ვინაიდან ამ გუნდების პირველი მატჩი “ატლეტიკის” მოგებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი