თბილისის “დინამო” მთავარი მწვრთნელის გარეშე ვარჯიშობს

0

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის “დინამო” ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. ანდრო ჟორდანიას სახელობის ბაზაზე, ყვეყნის 16 გზის ჩემპიონი ჯერჯერობით მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ გროზნის გარეშე ემზადება. კლუბი გარდამავალ, რიგით 28-ე ეროვნულ პირველობაზე ოთხეულის მიღმა დარჩა და შესაბამსიად მომავალ ევროთასებზეც ვერ იასპარეზებს. ამის გათვალისწინებით “დინამოს” ხელმძღვანელობამ კლუბის მთლიანად განახლება და ახალგაზრდა ნიჭიერ მოთამაშეებზე აქცენტის გაკეთება გადაწყვიტა. რეორგანიზაციის ფარგლებში, კლუბი მრავალმა გამოცდილმა მოთამაშემ უკვე დატოვა, თუმცა თბილისელებს სხვადასხვა გუნდში განათხოვრებული მოთამაშეები დაუბრუნდნენ. მომავალი სეზონისთვის საბოლოო შემადგენლობა თურქეთის შეკრებაზე მოხდება, სადაც “დინამო” რამდენიმე საკონტროლო ამხანაგურ მატჩსაც გამართავს.

კომენტარები

კომენტარი