“მანჩესტერ იუნაიტედმა” ლიგის თასის ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა და თან 2009 წლის შემდეგ 9 მატჩი პირველად მოიგო

0

ინგლისის საფეხბურთო პირველობაზე ლიგის თასის ერთი პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. მანჩესტერში სტადიონ “ოლდ ტრაფორდზე” “იუნაიტედმა” “ჰალს” უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 მოიგო. გატანილი გოლების ავტორები ხუან მატა და მარუან ფელაინი გახდნენ. ამ გუნდების საპასუხო დუელი, 26 იანვარს შედგება. გათამაშების მეორე ნახევარფინალური პაექრობის პირველი სერია დღეს “საუთჰემპტონსა” და “ლივერპულს” შორის ჩატარდება. ლივერპულში ეს გუნდები ასევე 26 იანვარს ითამაშებენ და ფინალისტის საგზურიც საბოლოოდ იქ გაირკვევა. რაც შეეხება მანჩესტერ “იუნაიტედს”, უნდა ითქვას რომ “ჰალთან” საშინაო მოგების შემდეგ მოურინიოს გუნდს ყველა შეჯიბრებაზე ერთად ჩატარებული ზედიზედ მეცხრე მოგებული მატჩი გამოუვიდა, რაც 2009 წლის მერე პირველად მოხდა.

კომენტარები

კომენტარი