იტალიის თასზე დღეს ორი მერვედფინალია, “ნაპოლი” კი უკვე საუკეთესო რვაში მოხვდა

0

ფეხბურთში იტალიის თასზე ერთი მერვედფინალური მატჩი შედგა, ნეაპოლში ადგილობრივმა კლუბმა “სპეციას” უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. “ნაპოლის” მხრიდან გოლები ზელინსკიმ, გაჩერინიმ და გაბიადინიმ გაიტანეს. ამ გამარჯვებით “ნაპოლიმ” თასის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. დღეს მერვედფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩია დაგეგმილი. “ფიორენტინა”, “კიევოს” უმასპინძლებს, “იუვენტუსი” კი “ატალანტას”.

კომენტარები

კომენტარი