დავით წიკლაური თავის გამოცდილებასა და ცოდნას, ევროპის კრივის სამწვრთნელო კომისიასაც მოახმარს

0

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური, ევროპული კრივის საერთაშორისო ასოციაციის მწვრთნელთა კომიისიის წევრად აირჩიეს.
იმ წერილის მიხედვით, რომელიც საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციაში მოვიდა, დავით წიკლაური აღნიშნულ თანამდებობაზე ორ წლიანი ვადით იქნა დანიშნული. ევროპის კრივის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელები ბატონ დავითს როგორც პროფესიონალ მწვრთნელს და ექსპერტს, დიდ შეფასებას აძლევენ. EUBC-ს დიდი სურვილი აქვს, დავით წიკლაურმა მისი გამოცდილება და ცოდნა აღნიშნული კომისიის წარმატებებისთვისაც გამოიყნეოს.
untitled

კომენტარები

კომენტარი