2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე 48 ქვეყნის ნაკრები გავა და 16 ჯგუფში გადანაწილდება

0

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში სადაც მსოფლიოს ფეხბურთის შტაბ ბინაა განლაგებული უკვე მეორე დღეა დიდი ღონისძიებები მიმდინარეობს. წლის საუკეთესო მოთამაშეების გამოვლენის შემდეგ დღეს აქ ფიფას სხდომა გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად, ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდების როდენობის გაზრდა განიხილა. საბოლოოდ, მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე არა 32, არამედ 48 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. იდეა ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ეკუთვნის და მას მხარი უკლებლივ ყველა წევრმა დაუჭირა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს ჩემპიონატის ხანგრძლივობა არ შეიცვლება და კვლავ 1 თვეს გასტანს, რადგან 16 ჯგუფი 3-3 გუნდად გადანაწილდება, პლეი-ოფში კი ორი გუნდი გავა. თუმცა მანამდე ჯერ კიდევ ორი მსოფლიოს თასის გათამაშება ჩატარდება, მომავალ წელს რუსეთი, ხოლო 2022 ში მსოფლიოს საფეხბურთო პირველობიას ყატარი ამჟამინდელი გუნდების რაოდენობით, 32 ნაკრებით მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი