მაკარიძემ რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა

0

პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, მე-16 ტურის მატჩები შედგა. ქართველი ლეგიონერის გიორგი მაკარიძის “მორეირენსემ’’ საკუთარ მოედანზე “ბელენენსეში’’ მიიღო და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა. შეხვედრა სრულიად ჩაატარა ქართველმა მეკარემ, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და საკუთარი კარის მშრალად შენახვა შეძლო, შედეგად, ის ერთადერთი ბურთი, რომელიც სტუმართა კარში გავიდა, გადამწყვეტი გამოდგა. გამარჯვების გოლი 84-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა რამირესმა გაიტანა. 18-გუნდიან ჩემპიონატში ‘‘მორეირენსე’’ 14 ქულით მე-15 ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი