65 კილოში ოქროსთვის ერთმანეთს სამტრედიელები შეხვდნენ, 74 კილოგრამში კი ამბროლაურელი ძმების დუელი შედგა

0

ამბროლაურში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის, დღეს მედლების დარჩენილი კომპლექტები გათამაშდება. ასპარეზობის პირველ დღეს კი კვარცხლბეკზე ადგილები 4 წონით კატეორიაში განაწილდა. 57 კილოში პირველობა არავის დაუთმო აჭარელმა რამაზ თურმანიძემ, რომელმაც ფინალში ლევან მურცხვალაძეს სძლია. 65 კგ-ში ჩემპიონი ივერიკო ჯულაყიძე გახდა, რომელმაც ოქროს მედალი სამტრედიულ “დერბიში” მოუგო შმაგი თოდუას. 74 კილოგრამ წონით კატეგორიის გამარჯვებული ტურნირის მასპინძელი, ამბროლაურის ფალავანი ავთო კენჭაძე გახდა, რომელმაც ოქრო-ვერცხლი საკუთარ ძმასთან ნიკას ფინალურ დუელში გაიყო. 97 კგ-ს გამარჯვებული კი მცხეთელი გივი მაჭარაშვილია. მეორე ადგილზე ამ წონაში ხონელი როლანდ ანდრიაძე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი