ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალს ქუთაისი უმასპინძლებს

0

კალათბურთში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი წელს 14-დან 18 იანვრის ჩათვლით გაიმართება. ტრადიციად ქცეულ ტურნირს, ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიური ქალაქი ქუთაისი უმასპინძლებს. აღნიშნული შეჯიბრება 2006 წლიდან თბილისში იმართებოდა, ხოლო ბოლო 2 წელია მას იმერეთის დედაქალაქი მასპინძლობს.
მემორიალში მონაწილეობას სუპერლიგის 5 და „ა“ ლიგის 3 გუნდი მიიღებს.  გუნდები 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი და 1 წრის თავზე პირველ ადგილზე გასულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.
ჯგუფური ეტაპის მატჩები 14, 15 და 16 იანვარს გაიმართება. ფინალში გასული გუნდები სატიტულო მატჩში ერთმანეთს მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლეში 18 იანვარს  შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი