ბათუმში პნევმონიით ორი ადამიანი გარდაიცვალა

0

ბათუმში მწვავე პნევმონიით ორი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ორივე შემთხვევაში პაციენტებს სხვა ქრონიკული დაავადებაც აღენიშნებოდათ.
„დაფიქსირდა SARI-თ გარდაცვალების ორი შემთხვევა, რაც მძიმე და მწვავე რესპირაციული პროცესია, რომელშიც ჰოსპიტალიზაციის საჭიროება შედის. ამ შემთხვევაში ორივე პაციენტს ჰქონდა სხვა ქრონიკული დაავადებებიც, რომელიც ვირუსული დაავადებით გართულდა“, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ნიჟარაძე.

კომენტარები

კომენტარი