ბარბარე მოლაშვილს დედამ ღვიძლი გადაუნერგა – ბოლო ინფორმაცია თურქეთიდან

თურქეთის საავადმყოფოში ბარბარე მოლაშვილისა და მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
როგორც „კვირას“ ფონდ „სიკეთის კვალში“ განუცხადეს, ოპერაცია წუხელ ჩატარდა. პატარა ბარბარეს დედამ თავისი ღვიძლი გადაუნერგა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა ადაპტირების პროცესი შეიძლება ხანგრძლივი აღმოჩნდეს.
მისივე თქმით, ასეთი კატეგორიის ოპერაციებს ხშირად გართულებებიც ახლავს. პაციენტი და დონორი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ექიმები პატარა ბარბარეს აკვირდებიან თუ როგორ მიიღებს მისი სხეული დედის ღვიძლს. ექიმების ინფორმაციით, ასეთ ოპერაციებს ხშირად გართულებებიც ერთვის, თუ პაციენტის ორგანიზმმა დონორის ღვიძლი ვერ შეითვისა, შესაძლოა, სისხლდენაც განვითარდეს.
ფონდი „სიკეთის კვალი“ მადლობას უხდის სრულიად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ბარბარეს გადარჩენისთვის იზრუნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები