როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 – 9 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება ცივი, თოვლიანი და ქარიანი ამინდი, მაღალმთიან რაიონებში – ქარბუქი.
ღამის საათებში მოსალოდნელია ძლიერი ყინვა: დაბლობსა და ბარში -3, -8 გრადუსი, შიდა ქართლში – 15 გრადუსამდე, მაღალმთიან რაიონებში კი  -17, -22 გრადუსამდე.
„10 – 11 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ძლიერი ქარი და მაღალმთაში ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დღისით +5, +10 გრადუსი იქნება. ყინვაც შესუსტდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები