“2016 წლის სექტემბრიდან დღემდე მედიკამენტების ფასი მცირდება”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლების ანგარიში წარადგინა.
როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა, ნუცა თოხაძემ განაცხადა, კვლევის მიხედვით, მედიკამენტებზე ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება.
„მედიკამენტებზე ფასების ზრდა დაახლოებით ხდება ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად, თუმცა ამჯერად ფასების მატება ლარის გაუფასურებამდე 8 თვით ადრე დაიწყო და მაქსიმუმს 2015 წლის მეორე ნახევარში მიაღწია.
ამ პერიოდის შემდეგ კი, 2016 წლის სექტემბრიდან, ფასის ზრდის ტემპმა კლება დაიწყო და ეს ტენდენცია დღემდე ნარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი უფასურდება და ზოგიერთ მედიკამენტზე შესაძლოა, ფასმა მოიმატოს, ზოგზე კი შემცირდეს. საშუალოდ, მედიკამენტებზე ფასები ამ ეტაპისთვის მცირდება“, – განაცხადა თოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები