ჩოხატაურის მაღალმთიანი სოფლები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ჩოხატაურის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 70-120 სმ.-ს მიაღწია. დიდთოვლობის გამო, ჩოხატაურის ოთხი სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
როგორც „კვირას“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ზოტს, ჩხაკოურასა და ქვაბღას ელექტროენერგია, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში აღუდგება. კუჭავას თქმით, 35 კვტ.-იანი გადამცემი ხაზი დაზიანდა, ადგილზე გასული არიან კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები და პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველაფერს აკეთებენ. მისივე თქმით, ცენტრალური და სოფლებთან მისასვლელი გზები ინტენსიურად იწმინდება.

კუჭავას თქმით, წუხანდელი გადაუდებელი თოვის შედეგად თოვლის საფარი კიდევ 40 სმ.-მდე გაიზარდა.

ამ წუთებში გურიაში თოვა შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები