მაღალმთიან აჭარაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, 15-მდე სოფელი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

მაღალმთიან აჭარაში გადაუღებლად თოვს. უხვი ნალექის გამო, ხულოს 15-მდე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, 3 სკოლაში კი სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
როგორც „კვირას“ ხულოს გამგებელმა, ბესიკ ბაუჩაძემ განუცხადა, ცენტრალური მაგისტრალების გაწმენდა დილიდან მიმდინარეობს, იწმინდება სოფლებთან მისასვლელი გზებიც.
რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, უამინდობის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ დანდალოს 500-მდე აბონენტს. ქედის გამგებლის განცხადებით, მოსახლეობას დენი დაახლოებით 1 საათში აღუდგება. მისივე თქმით, თოვლის საფარმა 50 სმ-ს მიაღწია და ყველა სოფელთან მისასვლელი გზა ინტენსიურად იწმინდება. დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს დანდალოს დასახლებაში, ჯალაბაშვილების არასრულწლოვანთა სკოლაში.
მაღალმთიან აჭარაში ახლაც გადაუღებლად თოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები