“ჩვენმა მეგობრებმა ევროპარლამენტიდან გვაცნობეს, რომ როგორც ჩანს შეთანხმება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია”

ჩვენმა მეგობრებმა ევროპარლამენტიდან გვაცნობეს, რომ როგორც ჩანს შეთანხმება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია, ეს მექანიზმი უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩაირთვება ახალი წლიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ შეჩერების მექანიზმის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

კვაჭანტირაძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მექანიზმი ახალი წლიდან ამოქმედდება.

მისი თქმით, პრაქტიკულად შესაძლებელია ისიც, რომ უკვე შემდეგ სხდომაზე მომავალ კვირაში ევროპარლამენტმა კენჭი უყაროს საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას.

”ჩვენმა მეგობრებმა ევროპარლამენტიდან გვაცნობეს, რომ როგორც ჩანს შეთანხმება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია. პრაქტიკულად, შესაძლებელია ისიც, რომ უკვე შემდეგ სხდომაზე მომავალ კვირაში ევროპარლამენტში კენჭისყრაც შედგეს საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე.

ეს მექანიზმი უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩაირთვება ახალი წლიდან. კონკრეტულ რიცხვს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ – უახლოეს მომავალში. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება საბოლოოდ ყოფილიყო მიღებული”,- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები