„ადამიანის უფლებები, როგორც სახელმწიფოს პრიორიტეტი”-სოფო კილაძემ რობაქიძის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში თემაზე – „ადამიანის უფლებები, როგორც სახელმწიფოს პრიორიტეტი” საჯარო ლექცია წაიკითხა.
ლექციაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებებზე, როგორც ზოგადსაკაცობრიო ფუნდამენტურ ღირებულებებზე, ასევე მათ უპირობო და გარდაუვალ დაცვაზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება დგას.
სოფო კილაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი საქართველოს უახლესი ისტორიის ფონზე მიმოიხილა და განაცხადა, რომ ადამიანის უფლებები, როგორც სახელმწიფოს პრიორიტეტი, ყველა პროგრესული ქვეყნის ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს და ის, როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მის გუნდთან ერთად ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებები მაღალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად იყოს დაცული.
შეხვედრის მეორე ნაწილი სტუდენტებთან ინტერაქციას დაეთმო. კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს თანამედროვე გამოწვევები და ადამიანის უფლებების დაცვის აქტუალური საკითხები განიხილა.
სოფო კილაძე წლების განმავლობაში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ლექტორად მოღვაწეობდა და იურიდიულ და ადამიანის უფლებათა საკითხებზე ლექციებს კითხულობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები