სახალხო დამცველი სოფელ მოხეს მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ჩავიდა.

უჩა ნანუაშვილი, სადავო შენობასთან დაკავშირებით ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას ცალ-ცალკე შეხვდა და მათი მოსაზრებები ადგილზე მოისმინა.
ომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო სტრუქტურები მეცნიერებთან და ისტორიკოსებთან ერთად, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს სადავო შენობის ისტორიული წარმომავლობის დადგენა. ნანუაშვილი თვლის, რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაისვას საკითხი შენობის სამომავლო მეპატრონის შესახებ. სახალხო დამცველი მოხეს თემასთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტსაც შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები