თბილისის საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება

თბილისის საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება.
ვიზიტის პირველ დღეს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ვარშავის მუნიციპალიტეტის ვიცე – მერს მაგდალენა დარდზინსკას, ასევე სხვადასხვა სამსახურების დირექტორებსა და მრჩევლებს შეხვდნენ.
როგორც „კვირას“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, მხარეებმა ქალაქის თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობაზე, სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე ინფრასტრუქტურულ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე ისაუბრეს და ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქვეყნის აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს რაფალ პობორსკის და მის მრჩეველს პიოტრ კონოვროვსკის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კავკასიის რეგიონში საქართველოს როლსა და ევროკავშირის წინაშე მდგარ იმ ამოცანებზე ისაუბრეს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. განსაკუთრებული აქცენტი კი საქრთველოში 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველო-პოლონეთის ურთიერთთანამშრომლობასა და სახელმწიფოებრივ კონტაქტებში მუნიციპალიტეტის აქტიურ ჩართულობაზე გაკეთდა, რაშიც პოლონურმა მხარემ ქართულ დელეგაციას სრული თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და საელჩოს წარმომადგენელი ნატალია თოფჩიშვილი ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებშივე, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა გიორგი ალიბეგაშვილმა და ჯაბა სამუშიამ წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. თბილისის საკრებულოს დელეგაცია პოლონეთში ვიზიტს 8 დეკემბრს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები