თელავის პროკურატურის ინიციატივით მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

თელავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ფოტოსურათების გამოფენა-კონკურსი მოეწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ფოტოსურათების გამოფენა-კონკურსი ქ. თელავის თეატრის მისაღებ დარბაზში გაიმართა.
მოსწავლეებმა ფოტოსურათები „რაიონში არსებული გადაუჭრელი პრობლემების” თემაზე გადაიღეს და კადრებზე მათი თვალით დანახული სოფელი „ყარაჯალა“ აღბეჭდეს. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების თვალით დანახული რაიონში არსებული პრობლემების გამოვლენა და პროკურატურის მხარდაჭერით პრობლემის სწორი ადვოკატირება.
კონკურსში გამარჯვებული ფოტოები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელშიც თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი შოთა სარია, ფოტოხელოვანი შოთა ბინიაშვილი, მოწვეული ფსიქოლოგი მაკა ინანაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლი იასე გაგნიძე შედიოდნენ.
პირველ სამ ადგილზე გასულ კონკურსანტებს სერთიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები, ხოლო გამოფენა-კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მოზარდებში პროკურატურის მიმართ ნდობის და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები