“ლუტეცია ფართი 2016”

“ლუტეცია ჯგუფმა” თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მომხმარებელთა ერთგულებისა და მრავალწლიანი ურთიერთობისათვის მადლიერების ნიშნად ტრადიციული „ლუტაცია ფართი – 2016″ გამართა.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი “ლუტეცია“ 20 წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. „ლუტეცია ფართის“ მასპინძელი ბრენდები იყვნენ – „პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ლუტეცია“ კოსმეტიკური ბუტიკი M.A.C. , ნატურალური კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელიYVES ROCHER, იტალიური ბრენდები CALZEDONIA, INTIMISSIMI და პირველი, პერსონალიზებული ნიშ ბუტიკი საქართველოში არომატეკა Aromateque – Niche Boutique.

„ლუტაცია ფართის“ 500-მდე სტუმარი “ლუტეცია ჯგუფში“ შემავალ ნიშბრენდებს გაეცნო, რომლებიც ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში იყო გამოფენილი – By Kilian (ბაი კილიან), Tom Ford ტომ ფორდ), Tiziana Terenzi (ტიციანა ტერენცი), Penhaligon’s London (პენჰალიგონს), Juliette has a Gun ( ჯულიეტა ჰეზ ე გან), CREED (კრიდ), CASAMORATI (კასამორატი), Sospiro (სოსპირო) ecsentric molecules (მოლეკულა) PARFUMS de MARLY (პარფიუმს დე მარლი).

ნიშპარფიუმერია განსაკუთრებული და უნიკალური არომატების სამყაროა, ეს სიმდიდრე და გამორჩეულობაა. ნიშპარფიუმერია შექმნილია ადამიანებისათვის, რომლებიც განსაკუთრებით უსვამენ ხაზს საკუთარ ინდივიდუალობას.

„ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელმა ვახტანგ ფხაკაძემ მადლობა გადაუხადა მომხმარებელს ერთგულებისა და მრავალწლიანი ურთიერთობისათვის.
მისი განცხადებით, 2014 წელს, სწორედ, ერთგული მომხმარებლისათვის მადლიერების გამოსახატად დაფუძნდა „ლუტეცია ფართი“ და მას შემდეგ ტრადიციად იქცა.

„სწორედ ჩვენი მომხმარებლის დამსახურებაა, რომ ჩვენ საქართველოში 25-ზე მეტი ნიშბრენდის წარმომადგენელი გავხდით. ჩვენმა ურთიერთობამ დააჩქარა ახალი ბრენდების შემოტანის პროცესი ქართულ ბაზარზე. სწორედ მათი მოთხოვნის შედეგია ნიშპარფიუმერიის ბუტიკის შექმნა. მომხმარებელთან ახლო ურთიერთობამ უფრო ლამაზი და სასიამოვნო გახადა ჩენი ურთიერთდამოკიდებულება, რომლის ლამაზი დაგვირგვინებაა “ლუტეცია ფართი 2016″, რომელიც 3 დეკემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა”, – აღნიშნა „ლუტეცია ჯგუფის“ პრეზიდენტმა ვახტანგ ფხაკაძემ.

„ლუტაცია ფართის “ შემდეგ სტუმრები – საზოგადო მოღვაწეები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიხაილ ფოკინის საღამოზე მიიპატიჟა, რომელშიც ცნობილი ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი მონაწილეობდა.
R
luteciaa-cr-730x428

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები