ჩოხატაურში, ხანძრის შედეგად, თევზაძეების ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემოხეთში, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა. თევზაძეების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
როგორც „კვირას“ ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საცხოვრებელი სახლიდან არაფერი დარჩა.
მისი ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში არასრულწლოვანი გოგონა იმყოფებოდა, რომელიც მეზობლებმა საკუთარი ძალებით გადაარჩინეს.
კუჭავას ინფორმაციით, თევზაძეების ხუთსულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია და ადგილობრივი მთავრობა მათთვის დროებითი თავშესაფრის გამოყოფაზე ზრუნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები