სოფლის მეურნეობის მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს სამი ახალი მოადგილე ჰყავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ბრძანების საფუძველზე, გიორგი ჩხეიძე, გიორგი ხანიშვილი და რევაზ ასათიანი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებად დაინიშნენ – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ხანიშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფინანსთა სამინისტროდან გადაინაცვლა, ხოლო რევაზ ასათიანი და გიორგი ჩხეიძე სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდნენ. მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე პოსტი ნოდარ კერესელიძემ და იური ნოზაძემ შეინარჩუნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები