საკრებულოს წარმომადგენლებმა კონფერენციაში – „გენდერული მეინსტრიმინგი თბილისის მუნიციპალიტეტში“ მიიღეს მონაწილეობა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა კონფერენციაში „გენდერული მეინსტრიმინგი თბილისის მუნიციპალიტეტში“ მიიღეს მონაწილეობა, რომლის მიზანი თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერულად მგრძნობიარე მმართველობის ხელშეწყობა იყო.
შეხვედრის ფარგლებში ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტის განხილვა გაიმართა.
საკრებულოს წარმომადგენლებმა კონფერენციაზე გამართულ დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ხედვები გაუზიარეს. კონფერენციის მონაწილეთა მიერ გამოთქმული რეკომენდაციები და მოსაზრებები ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აისახება.
კონფერენციას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტის განხილვაში არასამთავრობო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობენ და აღნიშნული დოკუმენტთან დაკავშირებით გამართულ არაერთ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები