თუ კომპანია მძღოლებთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, „ინტერტრანსის“ მიმართ სანქციები ამოქმედდება

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით, რუსთავის საკრებულოში ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მერის მოადგილეები – ნოდარ შეროზია, დავით ლობჟანიძე და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია კომპანია ,,ინტერტრანსის’’ წარმომადგენლებს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი ორი დღის წინ რუსთავის მერიასთან შეთანხმების გარეშე 20 თეთრით გაძვირდა და 1 ლარი და 50 თეთრი გახდა. როგორც „კვირას“ რუსთავის საკრებულოდან აცნობეს, დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურის შემცირების საკითხი განიხილეს.
შპს ,,ინტერტრანსის’’ წარმომადგენელთა განცხადებით, ძველი ტარიფის – 1,30 შენარჩუნებაზე მოლაპარაკება მძღოლებთან დღესვე დაიწყება.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ მიაღწევს მძღოლებთან შეთანხმებას, რუსთავის მერია ,,ინტერტრანსის’’ მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს აამოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები