ქართველი დიზაინერი დიდი ბრიტანეთის საუკეთესო დიზაინერებს შორის მოხვდა (ვიდეო)

ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ დიდი ბრიტანეთის მოდის საბჭოს ყოველწლიური პრიზი მიიღო. მან ორი ჯილდო დაიმსახურა – Balenciaga-თვის შექმნილი ნამუშევრებისთვის და საკუთარი კოლექციისთვის, Vetements-თვის.
The Fashion Awards-ის პრემია დიდი ბრიტანეთის მოდის ინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დიზაინერებს ყოველწლიურად გადაეცემა. საუკეთესო ბრიტანულ ბრენდად Alexander McQueen-ია აღიარებული. წლის აღმოჩენად ბრიტანელი დიზაინერი მოლი გოდარდი დასახელდა. საუკეთესო მოდელად ამერიკელი ჯიჯი ხადიდი აღიარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები