შშმ პირებისთვის იუსტიციის სამინისტროში ვაკანსია გამოცხადდა

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ვაკანსია გამოაცხადა. სამინისტრო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს დასაქმებას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე სთავაზობს.
ოპერატორის სამსახურებრივი საქმიანობა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიღება და რეგისტრაცია (ინფორმაციის დამუშავება და ელექტრონულ ბაზაში ასახვა); მოქალაქეთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება ან მისი საჭიროებისამებრ გადამისამართება იქნება. ოპერატორის ვალდებულებებში შედის, აგრეთვე, ცხელ ხაზზე შემოსული ზარების რაოდენობრივი აღრიცხვა და სტატისტიკური მონაცემების ამსახველი ელექტრონული რეესტრის მომზადება.
„იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა სრულადაა მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს, რაც კონკურსში გამარჯვებულს საშუალებას მისცემს, სამუშაო გარემოში თავი კომფორტულად იგრძნოს. შშმ პირები იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებშიც არიან დასაქმებულნი. ცენტრალურ აპარატში, სერვისების განვითარების სააგენტოში, სმართ ლოჯიქში, ნოტარიუსთა პალატაში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, საჯარო რეესტრსა და ეროვნულ არქივში, ჯამში, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 25 პირი მუშაობს“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
ვაკანსიით დაინტერესებულებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე შეუძლიათ: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/40693.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები