აჭარის მაღალმთიანი სოფლების ნაწილს ელექტროენერგია აღუდგა

აჭარის მაღალმთიანი სოფლების ნაწილს ელექტროენერგია აღუდგა. ამის შესახებ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ღამით, ამინდის გაუარესების გამო, ზემო აჭარაში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და აბონენტების ნაწილს ენერგომომარაგება შეეზღუდა.
,,დაზიანების წუთიდან, დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, თოვლის მაღალი საფარის და უგზობის გამო, ფერხდება სამუშაოების წარმოება, თუმცა რეაგირება ოპერატიულად მოხდა და დღის განმავლობაში აბონენტების ძირითად ნაწილს მიეწოდება ელექტროენერგია“, – განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაბალი და საშუალო ძაბვის ქსელის მართვის მენეჯერმა, გიგა მამისეიშვილმა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანია ზემო აჭარაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები