დავით ნარმანია: წელს განსხვავებულად დავგეგმეთ ახალი წლის ღონისძიებების ლოკაციები

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქის ქუჩები არ გადაიკეტება.
მისი თქმით, ახალი წელთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია გადასული. როგორც ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გასულ წელს ახალი განათებებით მოირთო მელიქიშვილის, რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირები და სიახლეები წელსაც იქნება.
მისივე თქმით, დამატებითი ახალი საახალწლო ილუმინაციებით მოირთვება აეროპორტის გზა და აღმაშენებლის გამზირი. მათ შორის, განახლებული აღმაშენებელი, ასევე, პეკინის ქუჩაზე განახლდება მოძველებული განათებები .
„წელს განსხვავებულად დავგეგმეთ ახალი წლის ღონისძიებების ლოკაციები, შესაბამისად, ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში არ გადაიკეტება დედაქალაქის ქუჩები. ძირითადი საახალწლო ღონისძიებები დედაენის ბაღში გაიმართება. დედაენის ბაღი, როგორც საახალწლო ქალაქი ისე მოეწყობა და შესაბამისად, 25 დეკემბრიდან დაიწყება იქ ძირითადი საახალწლო ღონისძიებები როგორც კულტურული, ასევე გასართობი ფორმატის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ მერიაში მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, წელს ძალიან ლამაზად მოირთვება განახლებული აღმაშენებლის გამზირი.
„ასევე, წელს განსაკუთრებულად მოირთვება განახლებული აღმაშენებლის გამზირი, სადაც ასევე საახალწლო ღონისძიებების ნაწილი ტარდება. რაც შეეხება საახალწლო გალა კონცერტს, 31 დეკემბერს “ვარდების მოედანზე” გაიმართება“, – განცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები