უამინდობამ აჭარის სოფლებს პრობლემები შეუქმნა

აჭარის მაღალმთიან სოფლებში უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. აჭარის რამდენიმე სოფლის საბავშვო ბაღში აღმზრდელობითი პროცესი შეწყდა.
როგორც „კვირას“ ქედის გამგებელმა, დავით დუმბაძემ განუცხადა, ქედის 9 თემიდან 7-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მისივე ინფორმაციით, გზები ინტენსიურად იწმინდება და თითქმის ყველა სოფელთან მიმავალი გზა უკვე გაწმენდილია. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალურ მაგისტრალებზეც.
უამინდობამ პრობლემები ასევე ხულოსა და შუახევის მოსახლეობასაც შეუქმნა. დაახლოებით 200-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. თოვლის საფარმა 60-70 სმ.-ს მიაღწია. ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ცენტრალური მაგისტრალი გახსნილია, სოფლებთან მისასვლელი გზები ინტენსიურად იწმინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები