სინოპტიკოსები საქართველოში ტემპერატურის დაცემას პროგნოზირებენ – ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის კიდევ უფრო კლება და ნალექია მოსალოდნელი.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, დღეს, დღის მეორე ნახევარში სანაპირო რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, იმერეთისა და სამეგრელოს რაიონებში კი მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი.
მისი თქმით, ხვალ დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ნალექი აღარ იქნება, თუმცა ღამით ყინვა გაძლიერდება, დღის ტემპერატურა კი დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს ბარში უახლოესი დღეების განმავლობაში ღამით, -2 -3 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით 5 -დან 7 გრადუსამდე გათბება.
7-8 დეკემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექია მოსალოდნელი ზოგან თოვლის სახით.
აღმოსავლეთ საქართველოში გაძლიერდება ქარი. რაც შეეხება ტემპერატურას, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 7 დეკემბერს ღამით – 6 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, 8 დეკემბერს კი -10 -12.
დღისით ჰაერი 5 გრადუსამდე გათბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები