ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი იუნესკომ საფრთხეში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანა

იუნესკომ საფრთხეში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი შეიყვანა. ეს გადაწყვეტილება აბუ დაბიში, იუნესკოს კონფერენციაზე მიიღეს.
ამავე კონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ საფრთხეში მყოფი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად ასმილიონიანი ფონდი შეიქმნება. იუნესკომ საფრთხეში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში 55 ობიექტი შეიყვანა. მათ შორის არის ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი.
აღნიშნული ძეგლების დაცვისთვის საგანგებო ზომების მიღებისა და ფონდის შექმნის ინიციატივა ნობელის პრემიის ხუთმა ლაურეატმა წამოაყენა.
ახლადდაარსებული ფონდიდან სახსრები ძეგლების დაცვაზე, ტრანსპორტირებასა და რესტავრაციაზე დაიხარჯება. განსაკუთრებული ყურადღება კი კონფლიქტის ზონაში მდებარე ძეგლებს მიექცევა.

15300736_1316528298369660_216442753_n

15327608_1316528531702970_1777957612_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები