„მაკდონალდსმა“ ბავშვთა საავადმყოფოს საჩუქარი გადასცა

2 დეკემბერს, 17:00 საათზე “მაკდონალდსის” რუსთავის ფილიალმა რუსთავის ბავშვთა სახლს უმასპინძლა, სადაც  “მაკდონალდსის” საქველმოქმედო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
წელსაც “მაკდონალდსის” ქსელმა ტრადიციულად, ბავშვთა დღე, Mc Happy Days 20 ნოემბერს გრანდიოზული სოციალური კამპანიით აღნიშნა.
კამპანიაში ჩართული იყვნენ საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ტიპიური და არატიპიური განვითარების ბავშვები, რომელთა ნახატებიც პროფესიონალების დახმარებით თბილისის, ქუთაისის ზუგდიდის, ბათუმისა და რუსთავის შენობებზე გაცოცხლდა. ნახატებიდან დამზადებული სიმბოლური სტიკერები, “ჰეფი მილთან” ერთად, საჩუქრად გადაეცემოდა მომხმარებელს. შემოსული თანხა კი მთლიანად მოხმარდა „შეზღუდულ საზოგადოება რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს“ საჭიროებებს, რომელსაც “მაკდონალდსმა” ექოსკოპიის აპარატი შეუძინა.
“მაკდონალდსის” გენერალური დირექტორის, თენგიზ კაპანაძის განცხადებით, აქციის მიზანი იყო მომხმარებელთან ერთად გვეზრუნა ბავშვთა ჯანმრთელობისათვის უკეთესი პირობების შექმნაზე. კამპანიის განსაკუთრებული მნიშვნელობა კი სწორედ ტიპიური და არატიპიური ბავშვების ჩართულობასა და პარტნიორობაში მდგომარეობდა. ისინი საკუთარი ნამუშევრებით სხვა ბავშვებს დაეხმარნენ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას.

“მაკდონალდსმა” 2015 წელს სოციალურ საწარმო „ქედელთან“ ითანამშრომლა, რომლის შშმ ბენეფიციარებმა კამპანიის შეკვეთით ხელნაკეთი აქსესუარები დაამზადეს.  ჭიქის სათბურები სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილ მენიუსთან ერთად საჩუქრად გაიცემოდა, აქციის ფარგლებში შეგროვებული თანხა კი მთლიანად კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს გადაეცა.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები