2008 წლამდე წარმოებული ავტომობილების განბაჟება იანვრიდან გაძვირდება

მომავალი წლის იანვრიდან, 2008 წლამდე წარმოებული ავტომობილების განბაჟება გაძვირდება. ავტომობილის დაბეგვრა გამოშვების დროისა და ძრავის მოცულობის პარამეტრის მიხედვით მოხდება.
რაც შეეხება ერთიდან 6 წლამდე და ჰიბრიდული ავტომობილების განბაჟების ტარიფს, ის შემცირდება. ხოლო ელექტრომობილების იმპორტი გადასახადისაგან საერთოდ გათავისუფლდება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გადასახადი გაიზრდება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზეც.
“ავტომობილების იმპორტზე აქციის ახალი განაკვეთები შემუშავებულია ავტოპარკის განახლებისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძველ ავტომობილებზე გაიზრდება საგადასახადო ტვირთი და მნიშვნელოვნად გაიზრდება საგადასახადო ტვირთი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტზეც”, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა “მოამბესთან” საუბარში.
2015 წელს შს სამინისტროს მიერ გაჟღერებული ინიციატივით, 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი ძრავის მოცულობის მიხედვით გაიზრდება. სამ წლამდე ავტომობილებისთვის კი დაიკლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები