ისრაელის ელჩი: ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ საქართველოში 8 სინაგოგაა აღდგენილი

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ საქართველოში 8 სინაგოგაა აღდგენილი, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობა დღითიდღე ღრმავდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ აღდგენილია 8 სინაგოგა საქართველოში. ასეთი ფაქტი მთელ მსოფლიოში არ არსებობს, რომ ქართველები ჩვენს სინაგოგებს აშენებენ და უვლიან. მწამს, რომ ეს ურთიერთობა ქართველებსა და ებრაელებს შორის, რომელიც დღითიდღე ღრმავდება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება”, – განაცხადა ელჩმა.
ისრაელის ელჩი გორში სინაგოგას გაქურდვასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩავიდა. მოპარულია ათამდე თორა. სამართალდამცავებმა თორების ნაწილი, დაზიანებულ მდგომარეობაში, სინაგოგიდან რამდენიმე ასეულ მეტრში იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები