გარემოზე ზემოქმედების შეფასების თემაზე სემინარი ჩატარდა

სასტუმრო „ლაერტონში“, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების კუთხით სასწავლო სემინარი გაიმართა.
ტრენინგი გაეროს ეკონომიკური კომისიის ევროპისათვის (UNECE) და ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-ის (GEO) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ეკონომიკის გამწვანება ევროპის სამეზობლო ქვეყნებში (EaP GREEN)“ ფარგლებში და „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი ნაწილის აპროქსიმაციის პროცესის მხარდაჭერა” პროექტთან თანამშრომლობით ჩატარდა.
სემინარის მიზანი საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ პროექტის პროცედურების განხილვაა.
შეხვედრა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ეკონომიკური საბჭოსა და გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები